მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი

პროექტის შესახებ:

ეს 12-სართულიანი შენობა მდებარეობს ქალაქ თბილისში. პირველი სართული დატვირთულია კომერციული ფართებით, დანარჩენი კი საცხოვრებელს წარმოადგენს. კორპუსი მაქსიმალურად მორგებულია საზოგადოებრივ ინტერესებს და გვთავაზობს თანამედროვე და კლასიკური სტილის ჰარმონიულ ერთიანობას, რაც კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს მას.

გამოყენებული მასალები:

შენობა მოპირკეთებულია ტრავერტინის ქვით, აივნებზე კი თანამედროვე სტილის მინის მოაჯირებია განთავსებული. რაც შეეხება ფასადებს, აქ კონსტრუქტივისტული ელემენტებია გამოყენებული, რისი მეშვეობათაც, მთლიანობაში იქმნება დახვეწილი და ლამაზი კომპოზიცია.

უძრავი ქონების განვითარების კომპანია: სახლის პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, კერძო სახლის პროექტები, ინჟინერია, არქიტექტურული პროექტის მომზადება, გეერგეს მომზადება.

იოტა ჯგუფი გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა სერვისს: სახლის პროექტირებას, გრგ - ის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის მომზადებას, მშენებლობის მენეჯმენტსა და მონიტორინგს, ინტერიერის დიზაინსა და რემონტს, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების მომზადებას.

იოტა ჯგუფი პროექტებს ამზადებს მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით როგორიცაა BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია.>