კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი ქალაქგარეთ
თანამედროვე არქიტექტურა დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და კონსტრუქციებზე. ამ სტილს საფუძველი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჩაეყარა. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიაში დაიწყო ბაუჰაუსით, საფრანგეთში ლევ კორპუზიით და ამერიკაში ფრანკ ლოიდით. თუმცა თანამედროვე არქიტექტურის აღქმაში კორბუზიეს წვლილი აღსანიშნავია, რადგან მისი შესაძლებობებით მან სინთეზი მოახდინა ამ სტილზე, დიზაინსა და შემოქმედებაზე.
პროექტის შესახებ
თუ გიყვართ სიმშვიდე და გსურთ ბუნებასთან სიახლოვე, მაშინ ეს პროექტი სწორედ თქვენთვისაა, ერთი შეხედვით ცივი და უხეში ფასადი საკმაოდ მეგობრულ და თბილ ხასიათს ატარებს. ეს ის აშკარა კონტრასტია, რომელმაც განაპირობა პროექტის მთავარი კომპოზიციური გადაწყვეტა. კერძოდ მაღალი ვიტრაჟი, გამჭვირვალე ინტერიერი და ქვის გამოყენება ფასადში. ზამთრის ბაღის გაჩენაც სწორედ ამ იდეას ეხმაურება. გამწვანება, ინტერიერსა თუ ექსტერიერში დადებითად მოქმედებს ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ბაღი არის განტვირთვის ადგილი, სადაც მცირდება სტრესი და იზრდება სოციალური ინტერაქციები
გამოყენებული მასალები
მოცემული პროექტი ეკოლოგიურად საკმაოდ სუფთაა, რადგან ძირითად მასალას ბუნებრივი ქვა და ხე შეადგენს. ექსტერიერში ქვის მკაცრ და უხეშ ხასიათს ფასადში მეტალის კონსტრუქციების გამოჩენა კიდევ უფრო ამძაფრებს და სოლიდურსაც ხდის. თუმცა, თბილი ფერები და ღია ინტერიერი ამ ყველაფერს აბალანსებს. აუზის ირგვლივ გამოყენებულია ბამბუკის დექი. პერგოლა მთლიანად ხისაა და მზიან ამინდში კარგი საჩრდილობლის ფუნქციასაც ითავსებს.