თანამედროვე სტილი
თანამედროვე სტილი ისევ და ისევ დომინირებს სახლების მოწყობის დროს. თუ სახლის თანამედროვე სტილში მოწყობა გადაწყვიტეთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ თანამედროვე სტილი უპირატესობას ღია სივრცეებს ანიჭებს, სწორად ამიტომ სამზარეულო ხშირად სახლის ცენტრალურ ნაწილად იქცევა ხოლმე, ეს არის სივრცე, რომლშიც თავს იყრის მთელი ოჯახი. მნიშვნელოვანია მისი კარგად დაგეგმვა რადგან სახლის ზომებად დაყოფა ავეჯის შემცირები ხარჯზე ხდება.
თანამედროვე ინტერიერში როგორც აგურის ასევე ხის ელემენტები გამოყენება, ინტერიერის მოწყობის დროს უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, ხეს და ქვას.
ფერთა გამა
თანამედროვე სტილის დიზაინში ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ გამოვიყენოთ ბუნებრივი და პასტელური ფერები. მსგავს სივრცეში სადაც ჭარბობს ასეთი ტონები თავს უფრო კომპორტულად იგრძნობთ. დიზაინერები რეკომენდაციას უწევენ თავშეკავებული და ბუნებრივი ჩრდილების გამოყენებას, როგორიც არის ხაკის, რძიანი შოკოლადის, რუჯის და კრემის ფერები. ასეთ ჩრდილებში თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობთ, ამასთან, რაც ასევე დაგეხმარებათ განტვირთვაში.
მთავარი მახასიათებლები
- ლაკონურობა და სიმარტივე
- ზომიერი ფუნქციონალიზმი
- რამდენიმე სტილის შერწყმა, შეთავსება. ეკლეკტიკა
- მეტი სინათლე და ღია სივრცეები
თანამედროვე სტილი მუდმივად ცვალებადია, თუმცა საბაზისო მახასიათებლები უცვლელი რჩება. ეს სტილი გამოირჩევა მინიმალიზმით, სიმარტივით და კომფორტით. ხასიათდება ნეიტრალური ფერებით, გეომეტრიული სახეობის ავეჯითა და მხოლოდ იმ ნივთებითა და ატრიბუთებით, რომლებიც აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრებისათვის.