მრავალბინიანი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი სამგორში
პროექტის შესახებ
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი სამგორში წარმოადგენს თორმეტსართულიან თანამედროვე შენობას ავტოსადგომით.
პირველ სართულზე მოწყობილია კომერციული ფართი, დანარჩენ სართულებზე კი საცხოვრებელი სივრცეებია განაწილებული.
ფასადები გადაწყვეტილია თანამედროვე სტილში, შენობის ძირითად ნაწილზე გამოყენებულია ვენტილირებადი ფასადები. მას ასევე გააჩნია სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებ, რომლებიც შენობის ძირითად არქიტექტურულ იერსახეს ქმნის.
შენობის ბოლო სართულებზე მოწყობილია დუპლექსური ტიპის ბინები.
ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის ნაკლებობის გამო, შენობის სახურავზე მოწყობილია სარეკრეაციო სივრცე გამწყვანებული ზონებით.