მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი

პროექტის შესახებ

მოცემული პროექტი მდებარეობს ქ.თბილისში ფალიაშვილის  ქუჩაზე. 10 სართულიანი შენობის პირველ სართულს, მთლიანად კომერციული სივრცე მოიცავს, დანარჩენი საცხოვრებელია. მიუხედევად იმისა რომ შენობა მჭიდროდ დასახლებულ უბანშია, პროექტი არ ზღუდავს საზოგადოების ინტერესებს. იგი არის სინთეზი ტრადიციული კლასიკური და თანამედროვე არქიტექტურის, რაც განაპირობებს იმას რომ პროექტი იდეალურად ერგება ქუჩის ქსოვილს.

გამოყენებული მასალები

შენობის ძირითადი ნაწილი მოპირკეთებულია ეკლარის ქვით, ქვედა ნაწილი შედარებით მუქია. ალუმინის კონსტრუქცია , რომელიც შენობის ზედა ნაწილშია, კონტრასტს ქმნის ღიაფერის ეკლარის ქვასთან და თეთრი ფერის დეტალებთან, რაც თავისმხრივ იქცევს ყურადღებას და საინტერესო ელფერს ძენს მას. 

უძრავი ქონების განვითარების კომპანია: სახლის პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, კერძო სახლის პროექტები, ინჟინერია, არქიტექტურული პროექტის მომზადება, გეერგეს მომზადება.

იოტა ჯგუფი გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა სერვისს: სახლის პროექტირებას, გრგ - ის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის მომზადებას, მშენებლობის მენეჯმენტსა და მონიტორინგს, ინტერიერის დიზაინსა და რემონტს, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების მომზადებას.

იოტა ჯგუფი პროექტებს ამზადებს მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით როგორიცაა BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია.>