ღვინის ქარხნის პროექტი არმაზის ხეობაში

ღვინის ქარხანა მდებარეობს მცხეთაში, არმაზის ხეობაში. შენობა გარშემორტყმულია ბუნების ულამაზესი ხედებით: ჩრდილოეთით მდინარე მტკვარი, აღმოსავლეთით სარეკრეაციო სივრცე, სამხრეთით - ეკლესია, დასავლეთის სამანქანო გზა კი ღვინის ქარხანაში სტუმრობას, რთული რელიეფის მუხედავად, მარტივსა და კომფორტულს ხდის.

ოთხსართულიანი შენობის ვიზუალი თანამედროვე, მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა ღია ვიტრაჟები და მწვანე დეტალები ბეტონის გარე ფასადს უფრო დასამახსოვრებელსა და გამორჩეულს ხდის. შენობის ექსტერიერი იდეალურად ერწყმის გარემოს ბუნებრივი საფარის მქონე სახურავის დახმარებით, ინტერიერი კი ფუნქციურად სამ დონედ იყოფა:

-3 და -1 სართული: სამუშაო ზონა

-1 სართული: მოსასვენებელი სივრცე და ოფისი

0 სართული: სადეგუსტაციო სივრცე სტუმრებისთვის

უძრავი ქონების განვითარების კომპანია: სახლის პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, კერძო სახლის პროექტები, ინჟინერია, არქიტექტურული პროექტის მომზადება, გეერგეს მომზადება.

იოტა ჯგუფი გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა სერვისს: სახლის პროექტირებას, გრგ - ის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის მომზადებას, მშენებლობის მენეჯმენტსა და მონიტორინგს, ინტერიერის დიზაინსა და რემონტს, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების მომზადებას.

იოტა ჯგუფი პროექტებს ამზადებს მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით როგორიცაა BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია.>