როგორი ინტერიერი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს სხვადასხვა სახლში მოსწონს ცხოვრება.



ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს სხვადასხვა სახლში მოსწონს ცხოვრება. მაგალითად ტყუპს უყვარს სახლში მხიარული წვეულებების მოწყობა და საინტერესო ადამიანების დაპატიჟება; თევზებისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდება; ლომს კი მდიდრულად მოწყობილი მეფური დარბაზები შეშვენის. მოდით, ჯერ ცეცხლის სტიქიის იდეალური სახლები და ინტერიერი მიმოვიხილოთ.

ვერძი

ვერძები უპირატესობას ანიჭებენ თბილი ფერების სპექტრს, (მაგალითად, წითელს, ნარინჯისფერს, ყვითელს), რადგან ცეცხლის სტიქიის ნიშანს წარმოადგენენ. ენერგიულ ვერძებს უყვართ დიდი სივრცის შეგრძნება, მინიმალისტური სტილი, ამიტომ მათთან სახლში ავეჯი მცირე ადგილს იკავებს, თუმცა აუცილებელია ჰქონდეთ ბევრი და კარგად ორგანიზებული სათავსოებიც. ავეჯის სასურველი ფერებია: ნაცრისფერი, ყავისფერი, კრემისფერი ან შავი. ვერძებს უყვართ კომფორტის შეგრძნება, ისინი უპირატესობას ანიჭებენ იატაკზე ხალიჩებს და მათი ინტერიერის აუცილებელი ატრიბუტია ბუხარი. ცეცხლოვან ვერძს ღია ინტერიერი სჭირდება. ამასთან ის მინიმალიზმის მოყვარულია. ვერძის სახლში ბევრი სანთელი, წითელი ფერის აქსესუარები, ღია ფერის ნათურებია. ასეთ სახლში თავისი ბობოქარ რესურსს ყველაზე უკეთ აღადგენს. რასაც ნაცრისფერ ან შავ ინტერიერზე ვერაფერს იტყვით. აქ თავს დაღლილად და განადგურებულად იგრძნობენ. კიდევ ერთი ცეცხლოვანი ფერი, რომელიც ამ ზოდიაქოს ნიშანს მოტივაციას უზრდის არის – ფორთოხლისფერი. ელფერიდან გამომდინარე ფორთოხლისფერი შეიძლება იყოს როგორც ნაზი ასევე მკაცრიც.

კურო

გამოიყენეთ უმეტესად ნაცრისფერი და ცისფერი. თქვენ იხიბლებით მასიური, დიდი ავეჯით, არაპრაქტიკული ნივთებით. ავეჯი აუცილებლად ხარისხიანი და ძვირადღირებული უნდა იყოს. გიჟდებით მოჩუქურთმებულ ნივთებზე. სწორედ ასეთი ავეჯით სავსე სახლში იგრძნობთ თავს ყველაზე მშვიდად და კომფორტულად. ამ ნიშნის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ხალხი , დარწმუნებულები არიან თავიანთ თავში , არიან დიზაინის ექსპერტები და ერთგულების მოყვარულნი , ამიტომ მათი ფერი შავია , ის გამოყოფს მათ გემოვნებას, ეს ხომ უბერებელი კლასიკაა.

ტყუპები

ეს ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი და ხელოვნების მოყვარული ზოდიაქოს ნიშანია. თქვენს სახლში მხოლოდ რამდენიმე აუცილებელი ავეჯი უნდა იყოს. გიყვართ თავისუფალი სივრცე, ეს თავისუფლების განცდას განიჭებთ.გამოიყენეთ მწვანე, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერები. თქვენი სახლი მხიარული უნდა იყოს და დადებით განწყობას უნდა ქმნიდეს. იხიბლებით გრაფიკული პრინტებით და ფერადი ნივთებით. ყოველივე თქვენ ახალგაზრდობის შეგრძნებას გმატებთ და ამიტომ, სახლის ასეთ ფერებში და ასეთი ნივთებით მორთვა, თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არ მოგწონთ ანტიკვარები, ძველი ნივთები, უპირატესობას თანამედროვე ავეჯს ანიჭებთ. უპირატესობას ანიჭებთ ყვითელ, ლურჯ, ფორთოხლისფერ ელემენტებს ინტერიერში. სახლის ინტერიერი ასახავს თქვენ შინაგან განწყობას.

კირჩხიბი

კირჩხიბი ნამდვილი სილამაზის მოყვარულია, ამიტომ სახლის სიმყუდროვე მათთვის მნიშვნელოვანია. თეთრი, ვარდსფერი, ღია ცისფერი და სხვა პასტელური ფერები ქმნიან კომფორტს და სტუმართმოყვარე ატმოსფეროს, რაც ძალიან უყვარს კირჩხიბს. მათ მართავთ მთვარე ამიტომ უყვართ ყველა ის ფერი,რომელებიც მთვარეს ირეკლავენ. კირჩხიბი ძალიან ტრადიციული ზოდიაქოს ნიშანია, რომლისთვისაც მემკვიდრეობით მიღებული ნივთები უძვირფასესია. ოჯახური რელიქვიები და ფოტოები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ინტერიერის დიზაინში. კირჩხიბის სახლი აუცილებლად კარგად განათებული უნდა იყოს. მწვანე ეზო და ბევრი ყვავილი კირჩხიბს დიდ სიხარულს ანიჭებს.

ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული უნარი აქვთ შექმნან არაფრისგან – ყველაფერი. შეიძლება უამრავი სტილის შერწყმა გამოიყენონ იმისათვის, რომ შექმნან საკუთარი, უნიკალური ინტერიერი. ლომს უყვარს სიმდიდრე, კომფორტი და ლუქს აპარტამენტები. ეს ნიშანი – მზის შვილია. მას იზიდავს ღია, დრამატული, მზიანი ფერები. ყვითელი-ნარინჯისფერი – ეს თბილი ფერები ხაზს უსვამს ლომის მეფურ ბუნებას, სხვებისადმი თავდადებას და ცხოვრებისეულ შეხედულებებს.

ქალწული

ბევრი ქალწული მოწოდებით არქიტექტორი ან ინტერიერის დიზაინერია, რამდენადაც მათ შესანიშნავად გამოსდით სივრცის დაგეგმარება. უყვართ კარგად ორგანიზებული სათავსოები, ამიტომ მათთან სახლში ყველაფერს ცალკე გამოყოფილი ადგილი აქვს მიჩენილი. თეთრი მისი ფავორიტი ფერია, ელეგანტურობა კი სასურველი ინტერიერის ძირითადი მახასიათებელი.

სასწორი

სასწორები უპირატესობას დახვეწილ ფერებს ანიჭებენ. ღია ვარდისფერი ინტერიერს სიმყუდროვეს და სინაზეს მატებს. ეს ფერი აღვიძებს ნიშნის მოსიყვარულე ბუნებას და ხაზს უსვამს მის დახვეწილ გემოვნებას. სასწორების ცხოვრების მიზანია – წონასწორობაში ყოფნა , ვარდისფერი ფერი კი აახლოებს ადამიანს ბუნებასთან და ინტერიერში ქმნის ჰარმონიას, სასწორები კი სილამაზის მოყვარულები და დამფასებლები არიან და ვარდისფერ ფერს მრავალ ტონალობას ერთმანეთთან მშვენივრად შეახამებენ .

მორიელი

მორიელები ბალანსსა და ჰარმონიას ამკვიდრებენ ინტერიერში. მათთვის ავეჯის სიმეტრია უმნიშვნელოვანესია. მათ ფერების შეხამების საოცარი ნიჭი აქვთ, უპირატესობას კი ანიჭებენ პასტელურ ფერებს მწვანე მათი საყვარელი ფერია. მორიელი სიმდიდრის და ფუფუნების მოყვარულია. ნატურალური ხისა და ტყავის ავეჯი, ძვირადღირებული ხელოვნების ნამუშევრები, სარკეები – ინტერიერის ძირითადი შტრიხებია.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მოგზაურობაზე გიჟდება. სწორედ ამიტომ მათი სახლი სხვადასხვა ქვეყნის სუვენირებით არის სავსე. თუ მშვილდოსანს მოგზაურობაზე ფულის დახარჯვის შანსი არ აქვს, ის სახლს აავსებს ნივთებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან ასოცირებული იქნება: სომბრერო, სპარსული ხალიჩა, მთის ბროლი. ოღონდ წვრილმანებში ზომიერება უნდა იცოდეთ და მთელი ცხოვრება ამ დეტალებით არ აავსოთ. თქვენი სახლი აუცილებლად უნდა იყოს ფერადი და მხიარული. შეგიძლიათ სახლი სხვადასხვა ქვეყნების ლამაზი პეიზაჟების ფოტოებით გააფორმოთ. ნაცვლად ბუდისა, თქვენი სახლი ბუნგალოს უნდა ჰგავდეს, სადაც ყველა ოთახი სტუმრისთვის აღმოჩენისა და მოგზაურობის ტოლფასი იქნება. დეკორაცია სხვადასხვა ქვეყნების სტილში უნდა გააკეთოთ. მაგ: დაყარეთ ბალიშები იატაკზე, ისე, როგორც თურქებს სჩვევიათ. ზოგადად, მოგწონთ როცა ნივთები მიყრილ-მოყრილია. ქაოსი, რომელიც სახლშია, რეალურად სიმშვიდეს გმატებთ.

თხის რქა

სახლის დეკორაციისთვის თეთრი, მწვანე და ნაცრისფერი აირჩიეთ. არ გიყვართ ნივთებითა და სხვადასხვა ფერებით გადატვირთული სახლი, აუცილებლად უნდა იყოს ყველაფერი მოწესრიგებული, ორგანიზებული და სიმეტრიულად განლაგებული. ასტროლოგი გირჩევთ, რომ არჩევანი ხის ავეჯზე შეაჩეროთ. ეს თქვენს სახლს დადებითი აურით აავსებს. არ მოგწონთ თანამედროვე ავეჯი და მხოლოდ მაშინ იგრძნობთ თავს კომფორტულად, თუ ყველაფერი ძველებური და ანტიკვარული იქნება.

მერწყული

ფირუზისფერი, იისფერი, ვერცხლისფერი, ე.წ. მყვირალა ცისფერი – არჩევანი აუცილებლად მკვეთრ ფერებზე უნდა შეაჩეროთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობთ თავს კომფორტულად. ისინი სახლის თანამედროვე ტექნიკით გავსებაზე გიჟდებიან. ისინი სახლის თანამედროვე ტექნიკით გავსებაზე გიჟდებიან. ამ ნიშანს ურანი მართავს, მისი ფერი კი – ცისფერია. ეს ფერი ხელს შეუწყობს მერწყულის ინოვაციურ ხასიათს, მას საშუალება აქვს თავისი ფანტაზიის მიხედვით მოაწყოს ინტერიერი.

თევზები

თევზები ცნობილები არიან იმით, რომ მათ შეუძლიათ სხვა ადამიანების ენერგიის შთანთქმა, რასაც თან დიდი სტრესიც ახლავს. ამიტომ ნაზი ფერები მათ მოდუნებაში და დასვენებაში ეხმარება. ინტერიერში ჭარბობს ოკეანის ფერთა პალიტრა და სანაპიროსთან ასოცირებული დეკორაციები. თევზების ინტერიერში აუცილებელი შტრიხებია აკვარიუმი ან ფანტანი, აუზი, ასევე საუკეთესოდ მოწყობილი აბაზანა.

>