Отель в Исландии
Оригинальный и впечатляющий праздник
სასტუმრო ისლანდიაში
ისლანდიის ჩრდილოეთ მხარეს, ლავურ მინდორში განლაგებული თვალწარმტაცი სასტუმრო, სთავაზობს სტუმრებს დაუვიწყარ დასვენებას. მათთვის, ვისაც სურს ყოველდღიურობისგან განტვირთვა და ბუნების წიაღში ჩაძირვა ეს ადგილი იდეალურია. ამ გარემოში არქიტექტურული სცენოგრაფია ეს არის მგზავრობა დაკლაკნილი გზებით, რომლებიც კლდოვან, ორპირი ქარების წიაღში მოქცეულ ლანდშაფტზეა გაშლილი და მიემართება მეტალის გუმბათების წყობისაკენ. მგზავრებს თვალწინ ესთეთიკის მისტიურ პეიზაჟი ეშლებათ. მეტალის ფასადი იჭერს შუქრჩდილების ოდნავ ცვლილებასაც კი და კოსმოსური ხომალდის შთაბეჭდილებას ქმნის. პატარა ბილიკები იშლება და მთავარი სახლიდან კერძო პატარა სახლებამდე გადის, რომლებიც მინდორზეა გადაშლილი. ინტერიერის დიზაინი შეიცავს ძალიან ბევრ ბუნებრივ ელემენტს, რომელიც გარემოსთვის ორგანული და დამახასიათებელია.