კერძო სახლი
სივრცის ბუნებრივი სილამაზის გაძლიერება მისი ეკოლოგიური სარგებლის დაკარგვის გარეშე მაღალფუნქციონალური, მიმზვიდელი და თანამედროვე საცხოვრებლის დაგეგმარებისას კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. საერთო ჯამში, პროექტის დიზაინი ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ის ფიზიკურ რეალობას შეესაბამებოდეს. როგორც ზაჰა ჰადიდი ამბობდა: "არქიტექტურამ უნდა აგაღელვოს, დაგამშვიდოს, ჩაგაფიქროს."
„ჩვენ ფორმას ვაძლევთ შენობებს, შემდეგ კი ჩვენი შენობები გვაძლევენ ფორმას“. - ფრენკ ლოიდ რაიტისთვის გეომეტრია ბუნების ძირითადი სამშენებლო ბლოკი იყო. ის მიიჩნევდა, რომ ობიექტები, რომლებსაც ბუნებაში ვხედავთ, შემდგომში ჩვენი რეალობის ნაწილი ხდება.
პროექტის შესახებ:
ერთი მთლიანი ბლოკისგან შემდგარი სამ-სართულიანი კერძო საცხოვრებელი მთიან ადგილას მდებარეობს და სიმწვინითაა გარშემორტყმული. სახლის მესამე სართულზე ტერასაა განთავსებული, მეორე სართულის მთავარი ბლოკი კი პატარა ხიდით შენობის მეორე ნაწილს უკავშირდება. პირველ სართულზე, პერგოლას ქვეშ, დამონტაჟებულია ბარი.
შენობის ასეთი განლაგება სიმშვიდის განცდას იწვევს და ბუნებრივი და ადამიანური შემოწმედების ურთიერთშერწყმას წარმოადგენს. გამჭვირვალე მინა და ხესთან თავსებადი თბილი ფერები ჰარმონიულობის შეგრძნებას აძლიერებს. ცალკე გამოყოფილი მწვანე ეზო თავისებური ფერებითა და დეკორაციული ელემენტებით კიდევ უფრო ახალისებს მთლიან სივრცეს.