იოტას არქიტექტურული პროექტი თანამედროვე სტილში
პროექტის შესახებ
მოცემული პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა დანიშნულება აქვს ხის გამოყენებას თანამედროვე არქიტექტურაში. ხე ის ძირითადი ელემენტია, რომელსაც სახლში შემოაქ სითბო და სიმყუდროვე. პროექტი სამ ბლოკად არის დაყოფილი, თითოეული დონე სხვადასვა სიმაღლითაა გამოყოფილი და ორ მადგანს ინდივიდუალური მისასვლელი აქ. პირველ დონეზე მოწყობილი სამზარეულო-სასადილო, სამზარეულო დაკავშირებულია მისაღებ ოთახთან. მისაღებიდან გადავდივართ ღამის სამყოფ ზონაში.
გამოყენებული მასალები
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მოცემული პროექტი საკმაოდ მყუდრო და მეგობრული ხასიათის მატარებელია, ეს შედეგი კი თეთრი ბეტონის და ღია ფერის ხის გამოყენებით არის მიღებული. ხე ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მასალაა, ინტერიერში ხის გამოყენება იწვევს განცდას, რომ თქვენ იმყოფებით სუფთა და ჯანსაღ გარემოში.