კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი

თანამედროვე არქიტექტურა ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და კონსტრუქციებზეა დაფუძნებული. ამ სტილს საფუძველი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჩაეყარა. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიაში ეს პროცესი ბაუჰაუსით დაიწყო, საფრანგეთში - ლევ კორპუზით, ამერიკაში კი - ფრანკ ლოიდით.

მთავარი მახასიათებლები

ძირითადი მასალები

ფოლადი, ბეტონი, შუშა და ხე ის ოთხი ყველაზე გავრცელებული მასალაა, რომლებიც თანამედროვე შენობებში გამოიყენება. თანამედროვე არქიტექტურამ ხელი შეუწყო ზემოთ აღნიშნული მასალების უპირატესობების წინა ფლანგზე წამოწევას იმის მაგივრად, რომ ხელოვნური მასალებით ჩაენაცვლებინათ.

ძირითადი ფორმები

ფუნქცია საკვანძო ამოცანაა და წარმართავს სტრუქტურის მთლიან ფორმას. ეს ნიშნავს იმას, რომ აშენებული სივრცე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მისი დანიშნულების შედეგია. როგორც ლუი სალივანი იტყოდა, „ფორმა მიჰყვება ფუნქციას“.

სიმარტივე

საინტერესო ფაქტია, რომ თანამედროვე სტილმა არქიტექტურაში გამოიწვია ადამიანის სიმპატია  ბუნების ელემენტების შემოტანის მიმართ  შენობებში. სადა ყოველთვის დახვეწილი და გამორჩეულია.  ვსაუბრობთ სტილზე , ადამიანებზე თუ შენობებზე , ვთანხმდებით რომ სიმარტივე არასროდროსაა მომაბეზრებელი.

პროექტის შესახებ

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი მაღალმთიან რეგიონში, კლდის პირას მდებარეობს. სახლი გაყოფილია ორ სხვადასხვა სიმაღლის ბლოკად. პირველი ბლოკი განკუთვნილია მისაღები ოთახისა და სამზარეულოსთვის, ხოლო  მეორე - საძინებლებისთვის. სახლის ნაწილებს აერთიანებს ატრიუმი ( ღია ბაღი ). შენობის მდებარეობამ მკაცრ, ნისლაინ და კლდოვან გარემოში, განაპირობა ცივი ბეტონის გამოყენება ფასადში. (გათვალისწინებულია ასევე ფასადში ცივი ბეტონის ფილებით ჩანაცვლების ალტერნატივაც) ცივმა ბეტონმა კი თავისთავად მოითხოვა სიმწვანისა და ბუნების შემოყვანის საჭიროება ინტერიერში.

სახლი გადაწყვეტილია ლოფტის სტილში, უნდა აღინიშნოს, რომ ფასადში მძიმე ბეტონის და ინტერიერში სიმწვანის გამოყენებით იქმნება ერთგვარი ჰარმონიული ბალანსი.

გამოყენებული მასალები

ეს სახლი მთლიანად ერთი მასალითაა მოპირკეთებული და ცივი ბეტონით აგებული. შენობის მკაცრი ხასიათიც სწორედ ამ მასალის დამსახურებაა. შეიძლება ითქვას, რომ ბეტონი თანამედროვე არქიტექტურის ხერხემალია და მოცემული პროექტიც თავისი მარტივი ფორმებით მთლიანად პასუხობს თანამედროვე არქიტექტურის იდეას.

უძრავი ქონების განვითარების კომპანია: სახლის პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, კერძო სახლის პროექტები, ინჟინერია, არქიტექტურული პროექტის მომზადება, გეერგეს მომზადება.

იოტა ჯგუფი გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა სერვისს: სახლის პროექტირებას, გრგ - ის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის მომზადებას, მშენებლობის მენეჯმენტსა და მონიტორინგს, ინტერიერის დიზაინსა და რემონტს, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების მომზადებას.

იოტა ჯგუფი პროექტებს ამზადებს მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით როგორიცაა BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია.>