ინტერიერის სხვადასხვა სტილის შესახებ
კლასიკა არ ბერდება , ამიტომ თავის აქტუალობას ის არ კარგავს .
კლასიკური სტილი
კლასიკა არ ბერდება , ამიტომ თავის აქტუალობას ის არ კარგავს . ძირითადი თავისებურება ასეთი ინტერიერის არის ნატიფი და ელეგანტური ხასიათი , რასაც ხაზს უსვამს ნატურალური ხისგან დამზადებული ავეჯი , თბილი ტონები , მდიდარი ტექსტურა და ძალიან ბევრი სინათლე .
ეთნიკური სტილი
ასეთი დიზაინის მთავარი არსი მდგომარეობს ინტერიერის უჩვეულობაში , რომელშიც ორგანულადაა შერწყმული სხვადასხვა ტრადიციების მოტივები . ელემენტების შერჩევას უნდა მივუდგეთ სერიოზულად . აქცენტი გავაკეთოთ დიდ ნახატებზე , ღია შეფერილობებსა და ნაციონალურ ორნამენტებზე
სტილი პროვანსი
ასეთი ინტერიერი გამოირჩევა სინაზით და რომანტიულობით . მისგან იგრძნობა ნოტები მყუდრო პარიზიდან . საძინებელი პროვანსის სტილში უნდა გავაფორმოთ თბილ ფერებში , გამოვიყენოთ ნატურალური მასალა , უბრალო ნაჭრები და სენტიმენტალური მორთულობა.
სტილი მოდერნი
ეს სტილი ერთდოულად აერთიანებს უბრალოებას და ფუფუნებას , მაგრამ ეს ფუფუნება შემაწუხებელი არ არის . ინტერიერი არის შავ თეთრ და ნაცრისფერ ბეჟ ტონებში , მინიმალური ავეჯი და სწორი , ერთგვაროვანი კედლები
სტილი მინიმალიზმი
ეს სტილი გულისხმობს უბრალო ავეჯის გამოყენებას , მთლიანად ამოღებულია ზედმეტი დეკორი . მორთულობათ შეიძლება იყოს გამოყენებული მაგალითად ერთი იატაკზე დასადგამი სარკე , დიდი სურათი , ხე ვაზაში , პატარა ქანდაკება და ა.შ.