EKH ბავშვთა ჰოსპიტალი

სივრცე, სადაც საავადმყოფო მხოლოდ შიშთან და ნეგატიურ ემოციებთან არაა დაკავშირებული





EKH ბავშვთა ჰოსპიტალი
IF , სამუტ საკჰო,
ქვეყანა - ტაილანდი
2020 A+Awards ჟიურის გამარჯვებული, ჯანდაცვა
ჰოსპიტალი არის ადგილი, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ემოციურ კლიმატს ქმნის როგორც პაციენტებისთვის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ტაილანდში აშენებული საავადმყოფო ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მისი სცენოგრაფიული გარემოს მიზანია შემოიტანოს სიმშვიდე და სიამოვნების შეგრძნება. უზარმაზარი გორაკი ჰოლში უკვე ქმნის სივრცისადმი შესაბამის მოლოდინებს. მულტფილმური, ღრუბლებით დაფარული საცურაო აუზი ფანჯრიდანვე ჩანს. თითოეული მოსაცდელი ზონა საავადმყოფოში გამოიყურება, როგორც სათამაშო მოედანი. იდეალური გეომეტრიული ფორმები სპეციალურადაა უგულებელყოფილი, დიზაინის თითოეული ასპექტი კარის ღიობებიდან დაწყებული მოსაცდელ ადგილებით დამთავრებული, მიზანმიმართულადაა ფორმირებული მოხრილი ფორმებითა და მორგებულია საბავშვო მასშტაბს. ფერთა გამა პასტელურ ტონალობებშია გადაწყვეტილი, რაც სივრცეს უფრო მყუდროს ქმნის.



უძრავი ქონების განვითარების კომპანია: სახლის პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, კერძო სახლის პროექტები, ინჟინერია, არქიტექტურული პროექტის მომზადება, გეერგეს მომზადება.

იოტა ჯგუფი გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა სერვისს: სახლის პროექტირებას, გრგ - ის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის მომზადებას, მშენებლობის მენეჯმენტსა და მონიტორინგს, ინტერიერის დიზაინსა და რემონტს, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების მომზადებას.

იოტა ჯგუფი პროექტებს ამზადებს მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით როგორიცაა BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია.>