„იოტა ჯგუფის“ მხარდაჭერის პროგრამა მიწათმფლოებელებს
გაზარდეთ თქვენი მიწის ფასი
ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ბიზნესთან არის დაკავშირებული, იცის ერთი მარტივი წესი - იმისათვის, რომ გაზარდო შენი კაპიტალი, აუცილებელია ინვესტირება. ინვესტიციები, თავის მხრივ, სხვადასხვა სახის არის, როგორც თვისობრივად, ასევე გარკვეული პარამეტრების მიხედვით (მაგ. რისკიანობა), ხოლო ნებისმიერი დაპირება სწრაფი და ურისკო გამდიდრების შესახებ კარგ შემთხვევაში ტყუილთან, ხოლო ხშირ შემთხვევაში ე.წ "აფიორებთან" არის დაკავშირებული. სწორედ ამ უკანასკნელის გაქარწყლებას ცდილობს „ იოტა ჯგუფი “ ახალი მიწათმფლობელების მხარდაჭერის კამპანიის წამოწყებით - „გაზარდე კაპიტალი წინასწარი ინვესტირების გარეშე“
არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ: პრობლემები კაპიტალის სტრუქტურაში, უარყოფითი ქეშფლოუ, ქეშის დეფიციტი და სხვა.. „იოტა ჯგუფმა“, როგორც უძრავი ქონების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიამ, გადაწყვიტა შეემუშავებინა პოსტპანდემიური ბიზნეს მოდელი, რომელიც მოიცავს მიწათმფლობელების მხარდაჭერის პროგრამას „გაზარდე კაპიტალი ინვესტირების გარეშე“.
„მიწათმფლობელების მხარდაჭერის პროგრამა“ გულისხმობს შემდეგს: მიწის ნაკვთზე, რომელზეც შესაძლებელია გრგ-ის (განაშენიანების რეგულირების გეგმა) გაკეთება, „იოტა ჯგუფი“, ყოველგვარი წინასწარი გადახდის გარეშე, გაიღებს გრგ-ის ასაღებად ყველა საჭირო რესურსსა და დანახარჯს. მომსახურების ანაზღაურება კი შესაძლებელი იქნება, გრგ-ის დამტკიცების შემდეგ, როგორც ფულით, ასევე მიწის ფართობით, წინასწარ შეთანხმებუილი პირობების საფუძველზე.
- იმის აღსაქმელად, თუ რა ბენეფიტებს გთავაზობთ „იოტა ჯგუფი“ პროგრამის ფარგლებში, გავიაროთ სიტუაციური მოდელი ეტაპობრივად:
- იურიდიულ ან ფიზიკურ პირს გააჩნია X კვ.მ მიწა, რომლის ღირებულებაც დღეს არის Y$ კვ.მ-ზე. შესაბამისად ჯამური ფასი არის X*Y$, რომლის გაყიდვასაც სჭირდება საშუალოდ Z თვე
- „იოტა ჯგუფი“ ყოველგვარი წინასწარი გადასახადის გარეშე, კომპანიის რესურსებით, ათანხმებს გრგ-ს
- შედეგად - კვადრატული მეტრის ფასი იზრდება. გვაქვს ახალი ფასი Y1$, რომელიც ბევრად აღემატება ძველ ფასს და ამავდროულად, მიწა ხდება უფრო ლიკვიდური. შესაბამისად სარეალიზაციო დრო მცირდება და გვაქვს ახალი Z1, რომელიც ნაკლებია Z-ზე
- წინასწარ შეთანხმებული ხელშეკრულების შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია გადაიხადოს A$ ან B კვ.მ მიწის ფართობი
- შედეგად - მიწათმფლობელის მოგება შეგვიძლია გამოვთვალოთ შემდეგნაირად X1 (ახალი ფასი) *Y (მიწის ფართობზე) - X (ძველი ფასი )*Y(მიწის ფართობზე)-A(საკომისიო)=Y(მიწის ფართობი)*(X1-X)(ახალ ფასს-ძველი ფასი)- A(საკომისიო)
- X1 (ახალი ფასი) *(Y(მიწის ფართობზე)-B (ჩვენთვის გადმოსაცემი მიწის ფართობი)) - X (ძველი ფასი )*Y(მიწის ფართობზე)
ზემოთ მოყვანილი მარტივი კალკულაციებით, შეგვიძლია დავინახოთ, რომ შემოთავაზება პოტენციური მომხმარებლისთვის ნამდვილად წაუგებელი თამაშია. პროგრამაში ჩართვის შედეგად, მიწათმფლობელმა კაპიტალის ღირებულება შესაძლოა ორი ან სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაზარდოს, ხოლო მომსახურების ანაზღაურება, მხოლოდ შედეგის მიღების შემდგომ წინასწარ შეთანხმებული სასურველი პირობების საფუძველზე განახორციელოს.