Iota Group-ი კავკასიაში Moso international-ის ოფიციალური წარმომადგენელია

ევროპის ნომერ პირველი ბრენდი ბამბუკის მასალის წარმოებაში უკვე საქართველოშია

Moso international 1997 წელს ჰოლანდიაში დაარსდა. ხარისხის, ინოვაციების და მდგრადობის მეშვეობით, ის დამკვიდრდა როგორც ევროპული ბაზრის ლიდერი ბამბუკის პროდუქტებში. მზარდი გიგანტური ბამბუკის სახეობები - სწორედ ამ მასალისგან მზადდება მოსოს ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიული პროდუქცია. MOSO®, ხარისხზე ორიენტირებულობით, ინოვაციური მიდგომებით და სანდოობით გახდა ევროპული ბაზრის ლიდერი ბამბუკის პროდუქტების წარმოებაში, როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერისთვის.

MOSO- ს სათავო ოფისი ევროპაში ყველაზე დიდი ბამბუკის საწყობებით არის წარმოდგენილი ამსტერდამის მახლობლად. გარდა ამისა, MOSO®– ს პროდუქცია წარმოდგენილია ბარსელონაში, მილანში, კეიპ – თაუნში, პენსაუკენში (აშშ), დუბაიში და ჰანგუჟში (ჩინეთი). გრძელვადიანი მოლაპარაკებების შემდგომ, კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლელი იოტა ჯგუფი გახდა.

დღესდღეობით ქართული ბაზარი მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, გამძლე, ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მასალის ნაკლებობას განიცდის რაც ხელს უშლის სრულფასოვანი არქიტექტურული და დიზაინ პროექტის განხორციელებას. სწორედ ამიტომ არჩევანი ევროპის წამყვან ბრენდზე შევაჩერეთ, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბამბუკის მასალების წარმოებაში. ინტერიერის და ექსტერიერის მრავალფეროვანი არჩევანი კი მრავალი დიზაინერის და არქიტექტორის ინსპირაცია გახდა.

ახლა კი შესაძლებლობა გაქვთ მოსოს ბამბუკის უნიკალური პროდუქცია საქართველოშიც შეიძინოთ.




მოსოს პროდუქცია 4 ძირითად კატეგორიად იყოფა:

· ბამბუკიიატაკისთვის : თერთმეტი განსხვავებული იატაკის ტიპი, რომლებიც ხელმისაწვდომია ზომების, ფერის და სტილის მრავალი ვარიაციით.

· ბამბუკიექსტერიერისთვის : თერმოდამუშავების უნიკალური ტექნოლოგიის საშუალებით მზადდება ბამბუკის ყველაზე გამძლე მასალა ექსტერიერის მოსაწყობად .

· ბამბუკისპანელები: მოსოს გააჩნია ფართო ასორტიმენტი ბამბუკის პანელების, განივი კოჭების („ბალკა“ ) და შპონის, რომელიც იყოფა შემდეგი მახასიათებლების: ზომის, სისქის ტექსტურის და ფერის მიხედვით.

· შეუზღუდავი გადაწყვეტები - უნიკალური და პერსონალურად, დამკვეთზე მორგებული გადაწყვეტები - ავეჯის, დეკორის და სხვა დიზა. 

უძრავი ქონების განვითარების კომპანია: სახლის პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, კერძო სახლის პროექტები, ინჟინერია, არქიტექტურული პროექტის მომზადება, გეერგეს მომზადება.

იოტა ჯგუფი გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა სერვისს: სახლის პროექტირებას, გრგ - ის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის მომზადებას, მშენებლობის მენეჯმენტსა და მონიტორინგს, ინტერიერის დიზაინსა და რემონტს, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების მომზადებას.

იოტა ჯგუფი პროექტებს ამზადებს მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით როგორიცაა BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია.>