ალ მუსალლა - მეჩეთი ალ ხოსნის რაიონი

რელიგიური კომპლექსი

ალ მუსალლა - მეჩეთი ალ ხოსნის რაიონი 


ალ მუსალა რელიგიური კომპლექსია, რომელიც აგრეთვე  ფორტ კასრ ალ ხოსნის - აბუ დაბის ყველაზე ძველი ნაგებობის აღორძინების გეგმის ნაწილია.  იგი მე-18 საუკუნეში აშენდა და მისი დანიშნულება იყო სუფთა წყლის დაცვა, იმ დროს როდესაც ქალაქში წყალი უფრო და უფრო ინფიცირდებოდა. ამ ადგილის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე , სამლოცველო ოთახები დაყოფილია ერთმანეთთან დაკავშირებული მცირე შენობების სერიად, რომლებიც კლდეების მსგავსად აღმოცენებულია წყლიდან.  მისი არასწორი გეომეტრიული ფორმები მიმდებარე ლანდშაფტებზე განლაგებულ ბზარებს ჰგავს, ეს ხაზს უსვამს ქალაქის ისტორიასა და ფუნდამენტში წყლის მნიშვნელობას. 


ზემოაღნიშნული მოტივები მთელი შენობის ინტერიერს გასდევს, ჭერთან შეკიდული ექვსკუთხა და ხუთკუთხა ფორმების ნაწილი ამოკვეთილია ფანჯრებად, დანარჩენი დახურულ სივრცეებს ქმნის, რომლებიც არქიტექტურულ სკალაქტიდებს ჰგავს. ამავე დროს დიზაინი გაურბის  გამოქვაბულებთან  პირდაპირ პარალელებს, დაკიდული სანათების მეშვეობით იქმნება აბსტრაქტული თანავარსკვლავედები. სცენოგრაფიული არქიტექტურა სულიერ გამოცდილებაში ჩაძირვის  საშუალებას იძლევა.



უძრავი ქონების განვითარების კომპანია: სახლის პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, კერძო სახლის პროექტები, ინჟინერია, არქიტექტურული პროექტის მომზადება, გეერგეს მომზადება.

იოტა ჯგუფი გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა სერვისს: სახლის პროექტირებას, გრგ - ის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის მომზადებას, მშენებლობის მენეჯმენტსა და მონიტორინგს, ინტერიერის დიზაინსა და რემონტს, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების მომზადებას.

იოტა ჯგუფი პროექტებს ამზადებს მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით როგორიცაა BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია.>