იოტა ჯგუფი არქითაიზერის ოფიციალური პარტნიორი

იოტა ჯგუფმა დაიწყო თანამშრომლობა არქითიზერთან, რათა ქართველმა მკითხველმა შეიტყოს მეტი არქიტექტურული სამყაროს შესახებ


იოტა ჯგუფი და არქითაიზერი
იოტა ჯგუფი არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავზობს უძრავი ქონდების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა სერვისს: 
  • მშენებლობისათვის საინტერესო ტერიტორიების მოძიება,
  • ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა (დაკონტრაქტება),
  • სრული არქიტექტურული პროექტის მომზადება,
  • პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოები, 
  • სამშენებლო კომპანიების შერჩევა,
  • მშენებლობის მონიტორინგი,
ასევე მშენებლობის შემდგომი ისეთი მომსახურებების გაწევა როგორიცაა:
ასევე უზრუნველყოფს ტრენინგებს და ვორქშოპებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
თითოეული მომსახურება და პროცესი კომპლექსურია და Bim ტექნოლოგიიის გამოყეენბით ხორციელდება (ეს არის ტექნოლოგია, რომელიც პროფესიონალებს ერთობლივი მუშაობის საშუალებას აძლევს და ამავე დროს, კომპლექსური პროექტირების, მშენებლობისა და ამ პროცესებში პარტნიორების ჩართულობის მეთოდოლოგიაც გახლავთ). დიზაინისა და პროექტირების ნაწილიც ინოვაციურ ელემენტებს შეიცავს, როგორიცაა VR (შლემის მორგების და კონსოლის დახმარებით შესაძლებლობა გაქვთ იმოგზაუროთ 3 განზომილებიან სივრცეში, სადაც წინასწარ ხედავთ დაპროექტებულ სივრცეს სადაც შესრულებულია ინტერიერის დიზაინი, ასევე გაქვთ შესაძლებლობა თქვენი სურვილის შემთხვევაში შეცვალოთ ინტერიერში არსებული ფერები და გადაადგილოთ სხვადასხვა ობიექტები: ავეჯი, ტექნიკა, დეკორაცია...) და AR (სმარტფონის მინათებით 2D ნახაზი ხდება მოცულობითი და ასევე შესაძლებელია ინტერიერის დიზაინის დეტალების ნახვა) ტექნოლოგიები.

იოტა ჯგუფი ცოტა ხნის წინ გახდა Architizer- ის პარტნიორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართვლოში. 

არქითაიზერი ქმნის პლატფორმას https://architizer.com/ , სადაც არქიტექტორებს შეუძლიათ მოძებნონ, შეაფასონ და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება პროექტების შესახებ, აგრეთვე, მოიძიონ საინტერესო ინფორმაცია თუ როგორ ააშენონ მეტად ინოვაციური შენობები, ნახონ რა პროექტებზე მუშაობენ მათი კოლეგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მიიღონ ინსპირაცია და შექმნან საკუთარი შედევრები. თუკი არქიტექტორი თვლის, რომ მისი პროექტი ნამდვილად წარმატებულია, მას შეუძლია გაუზიაროს მსოფლიოს თავისი შემოქმედება, ატვირთოს იგი არქითიზერის გვერდზე და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამაში. 

იოტა ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება პროცესში რათა, ქართველმა არქიტექტორებმა (და არა მხოლოდ) მიიღონ ინფრომაცია მსოფლიოში არსებული ტენდენციების, ახალი ტექნოლოგიებისა ან ინოვაციური პროექტების შესახებ. ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში და მიაღწიონ მეტ წარმატებას.

>