შესანიშნავი ოთხეული

ინტერიერის შეფასებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფერებს, რომლითაც მოცულია გარემო. ჩვენთვის ცნობილია, რომ თითოეულ ფერს მისთვის დამახასიათებელი თვისება აქვს, რაც ყოველთვის აისახება ადამიანის ხასიათზე.

ინტერიერის შეფასებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფერებს, რომლითაც მოცულია გარემო. ჩვენთვის ცნობილია, რომ თითოეულ ფერს მისთვის დამახასიათებელი თვისება აქვს, რაც ყოველთვის აისახება ადამიანის ხასიათზე.

დადგენილია, რომ ჩვენ რეალობაში არსებობს ოთხი მოწინავე ფსიქოლოგიური მნიშვნელობის ფერი. ესენია : წითელი, ლურჯი, ყვითელი და მწვანე. არსებული ფერები შესაბამისობაშია ადამიანის სხეულთან, გონებასთან, ემოციებთან და ამ სამი კომპონენტის ურთიერთბალანსთან. წარმოგიდგენთ თითოეული მათგანის დადებით და უარყოფით მიმართებებს :

წითელი ფიზიკური გრძნობადობა

დადებითი : ფიზიკური სიძლიერე, გამბედაობა, სითბო, ენერგიულობა, ამაღელვებლობა.

უარყოფითი : აგრესია, დაძაბულობა.

წითელი ყველაზე გავლენიან ფერად მიიჩნევა. იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ხილვად ფერს არ წარმოადგენს, ის ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს თვალთან უფრო ახლოს არის, ვიდრე რეალობაშია. ამ თვისების გამო, პირველად სწორედ ეს ფერი ექცევა ჩვენი მხედველობის არეალში. დადგენილია, რომ ამ ფერის ხილვისას იმატებს ჩვენი პულსის ცემა და გვეჩვენება, რომ დრო გადის უფრო სწრაფად. წითელ ფერს აქვს უნარი ადამიანში აამოქმედოს მასკულინური ინსტინქტი, ე.წ. იბრძოლე ან გაიქეცი. წმინდა წითელი ფერი ძალიან სადაა და დაცლილია ყოველგვარი სიფაქიზისგან. თავისი შინაგანი დატვირთვით ეს ფერი უნიკალურია, რადგან შეუძლია აამოქმედოს, როგორც მეგობრული, ისე აგრესიული იმპულსები.

ლურჯი : ინტელექტი

დადებითი გონიერება, კომუნიკაცია, ნდობა, სიმშვიდე, ეფექტურობა, მოვალეობა.

უარყოფითი : სიცივე, ემოციის ნაკლებობა, გულგრილობა.

ლურჯი გონების ფერია და ერთგვარი დამამშვიდებლის ფუნქციას ატარებს. ის მეტ გავლენას ახდენს ჩვენს ცნობიერებაზე, ვიდრე ფიზიკურ მოცემულობაზე, როგორც ეს წითელი ფერის შემთხვევაში იყო. მუქი ტონალობა  განაპირობებს გონებს გაფილტვრას ზედმეტი წნეხისგან. სუსტი კი ამშვიდებს ცნობიერს და ეხმარება კონცენტრირებაში. ლურჯი მკაფიო და გასაგები კომუნიკაციის ფერია. აღნიშნული ფერის ობიექტები არ ჩანს ისე ახლოს, როგორც წითელი. კვლევის თანახმად, ლურჯი მსოფლიოს ფავორიტი ფერია, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ ცივად და უემოციოდ აღიქმება.

ყვითელი : ემოცია

დადებითი : ოპტიმიზმი, ნდობა, თავდაჯერებულობა, შემოქმედებითობა, მეგობრულობა.

უარყოფითი : შიში, ირაციონალიზმი, დეპრესია, სიბრაზე, ემოციური სიმყარის ნაკლებობა.

ყვითელი ტონალობა საკმაოდ ხანგრძლივი მასტიმულირებელი ფუნქციის მატარებელია. ამ შემთხვევაში სტიმული ემოციებთან არის კავშირშია, რის გამოც ყვითელი ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური მნიშვნელობის ფერად მიიჩნევა. ამავდროულად, აღნიშნული ფერი ზრდის ადამიანის თავდაჯერებულობას, ნდობას და ოპტიმიზმს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არასწორი ტონალობის შერჩევის ან სხვა ფერთან არასწორად შეხამების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს თვითრწმენის შემცირება და შიშთან ერთად სიბრაზის მატება.

მწვანე : ბალანსი

დადებითი : ჰარმონია, მშვიდობა, წონასწორობა, დასვენება, აღდგენა, გარემოს აღქმა.

უარყოფითი : მოწყენილობა, უძრაობა, მოდუნება.

მწვანე ფერს თვალი აღიქვამს, როგორც ერთგვარ დამამშვიდებელს, რომელთანაც ადაპტაციის საჭიროება არ არსებობს. ფერთა სპექტრის ცენტრში არსებული მწვანე ფერი ასოცირდება ბალანსთან, რასაც იმაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ადამიანების მიერ ზოგადად აღიქმება.

>