დასინის საერთაშორისო აეროპორტი
დასინის საერთაშორისო აეროპორტი
არქიტექტორები არქიტექტურულ სცენოგრაფიას კონცეპტუალურ ინსტრუმენტად იყენებენ, რათა შექმნან შემოქმედებითი გარემო გონების ტრანსპორტირებისათის.
სცენოგრაფია მძლავრი არქიტექტურული მიდგომაა, რომელიც თითქოსდა მისტიურ სამყაროსთან გაერთიანებს.
ჩვეულებისამებრ, სცენოგრაფია ასოცირდება თეატრის ესთეთიკასთან, ან საგამოფენო სივრცეებთან. თავისი არსით სცენოგრაფია, სივრცითი ხელოვნებაა, სადაც სხვადასხვა ხელოვნების დისციპლინები ერთიანდება, გამოგონილი და მისტიური სივრცეების გასაერთიანებლად. ასეთი გადატანითი შეგრძნებები არ არის დაკავშირებული ყოველდღიურობასა და რუტინასთან, არამედ ეს გარკვეული გაქცევის ფორმაა ნაყოფიერი და შემოქმედებითი არეალებისაკენ.
A+ Award - ის მიერ დაჯილდოვებული პროექტები სწორედ ასეთ შთამბეჭდავ სივრცეეებს ქმნიან.
პეკინის დასინის საერთაშორისო აეროპორტი
(არქიტექტურა- ADP Ingénierie, ზაჰა ჰადიდ,
ქვეყანა - პეკინი, ჩინეთი
2020 A+Awards წლის პროექტი
2020 A+Awards პოპულარული და ჟიურის გამარჯვებული, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა)
აეროპორტი წარმოადგენს რიგი გამოწვევების ვიზუალიზაციას, ისეთი როგორიცაა, ყოფის ტიპიური ხაფანგების ან ტრანზიტული კვანძების დაძლევა, რომელიც არასოდეს იქნება დანიშნულების პუნქტი. სწორედ ამიტომ ზაჰას არქიტექტურული სცენოგრაფიის გამოყენება შეუდარებელია.
ცენტრალური შიდა ეზო ტრადიციული ჩინური სივრცის დაგეგმარების ოდაა, მის გარშემო შექმნილი დიზაინის თითოეული ასპექტი, ემსახურება იმას, რომ მგზავრებმა ინტუიციურად აღიქვან სივრცე, სადაც გადაადგილდებიან და ამავდროულად, ეს ასპექტები დასამახსოვრებელი ვიზუალური განაცხადია.
მრავალდონიანი სივრცე შედგება ექვსი გლუვი ფორმისგან, რომლებიც ცენტრალური სივრციდან გამომდინარეობს და განლაგებულია ხაზოვანი სინათლის ლუქების ქვემოთ. თავად სახურავი მიწიდან ამოდის და 100 მეტრის სტრუქტურულ ღიობებს ქმნის, რომლებიც , მთლიანი სივრცის გამდინარების მაქსიმიზაციას ახდენს, რითაც გადატვირთვას ამცირებს, და ამავე დროს უზრუნველყოფს სივრცის შემდგომი რეკონფიგურაციის შესაძლებლობას.
შესანიშნავი ხვეულები ავსებს დიზაინს არა მხოლოდ სტრუქტურულად, არამედ ესთეტურადაც, მაღალკონტრასტული შავი და თეთრი ესთეთიკა სიგლუვის მოძრავ მოტივს უსვამს ხაზს.
წყარო : architizer (https://architizer.com/)