აპარტამენტის ინტერიერის დიზაინი ყაზბეგში

დევდარაკის აპარტამენტები გადაწყვეტილია თანამედროვე სტილში. იმისათვის, რომ თავი მყუდროდ და მშვიდად იგრძნოთ პროექტში გამოყენებულია ღია ფერთა გამა პასტელურ ფერებში.

ინტერიერის დიზაინის ელემენტები შერჩეულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან - ხის იატაკი, აბაზანაში ყინვაგამძლე კერამოგრანიტის ფილები და ეკოლოგიურად სუფთა საღებავი.

აპარტამენტებში დიზაინი მინიმალისტურ და შერეულ სტილშია გადაწყვეტილი. ზოგიერთ სივრცეში თქვენ შეგხვდებათ მუქი და ღია ტონალობები, ასევე ხის მასალა. საცხოვრებელი ფართი ეფექტურად არის ათვისებული და შესაბამისად ავეჯიც მაქსიმალურად არის მორგბული გარემოზე. სწორი დიზაინერული გადაწყვეტების საფუძველზე მივიღეთ  მშვიდი, გემოვნებიანი და ნათელი გარემო. 

უძრავი ქონების განვითარების კომპანია: სახლის პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, კერძო სახლის პროექტები, ინჟინერია, არქიტექტურული პროექტის მომზადება, გეერგეს მომზადება.

იოტა ჯგუფი გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა სერვისს: სახლის პროექტირებას, გრგ - ის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის მომზადებას, მშენებლობის მენეჯმენტსა და მონიტორინგს, ინტერიერის დიზაინსა და რემონტს, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების მომზადებას.

იოტა ჯგუფი პროექტებს ამზადებს მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით როგორიცაა BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია.>