მოდერნისტული სტილი
მოდერნისტული
სტილი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა ინტერიერის დიზაინში. თუ თქვენც
ამ სტილზე შეაჩერეთ არჩევანი, გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე სტილი უპირატესობას
ღია სივრცეებს ანიჭებს. სწორედ ამიტომ, სამზარეულო ხშირად სახლის ცენტრალურ
ნაწილად იქცევა ხოლმე. ეს არის სივრცე, რომელშიც მთელი
ოჯახი იყრის თავს.
თანამედროვე
ინტერიერში გამოიყენება როგორც აგურის, ასევე ხის ელემენტებიც.
ინტერიერის მოწყობის დროს უპირატესობა ისეთ ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა
მასალებს ენიჭება, როგორიც, მაგალითად, ხე და ქვაა.
ფერთა გამა
თანამედროვე
სტილის დიზაინში ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ გამოვიყენოთ ბუნებრივი და
პასტელური ფერები. მსგავს სივრცეში, სადაც ასეთი
ტონები ჭარბობს, თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ. დიზაინერები
რეკომენდაციას უწევენ ისეთი ბუნებრივი ჩრდილების გამოყენებას, როგორიც
ხაკის, რძიანი შოკოლადის, რუჯის და კრემის ფერებია. ასეთ ჩრდილებში თავს
კომფორტულად და დაცულად იგრძნობთ, რაც განტვირთვაში ძალიან დაგეხმარებათ.
მთავარი მახასიათებლები
- ლაკონურობა
და სიმარტივე
- ზომიერი
ფუნქციონალიზმი
- რამდენიმე
სტილის შერწყმა, შეთავსება, ეკლეკტიკა.
- მეტი
სინათლე და ღია სივრცეები
მოდერნისტული
სტილი მუდმივად ცვალებადია, თუმცა საბაზისო მახასიათებლები უცვლელი რჩება. ეს
სტილი გამოირჩევა მინიმალიზმით, სიმარტივით და კომფორტით. ხასიათდება ნეიტრალური
ფერებით, გეომეტრიული სახეობის ავეჯითა და მხოლოდ იმ ნივთებითა და ატრიბუთებით,
რომლებიც აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრებისათვის.