ნეიროარქიტექტურა. ნაწილი 2

სივრცის გავლენა ადამიანზე

ნეირომეცნიერებთან ერთად კოლინ ელარდი ატარებს კვლევას ვირტუალურ რეალობებსა და ნამდვილ სივრცეებზე. ადამიანების ფიზიოლოგიური რეაქციის კვლევისას მკვლევარი აღნიშნავს, რომ "ვირტუალური რეალობის დადებითი მხარე არის ის, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი სასურველი მოდელის აგება, მაგრამ უარყოფით მხარეზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ როგორი კარგიც არ უნდა იყოს რენდერი, ადამიანებმა იციან, რომ ეს ნამდვილი არ არის. მათი პასუხი უბრალოდ მკრთალი რეაქცია იმასთან შედარებით, რაც რეალურ სივრცეებზე აქვთ.
ორივე შემთხვევაში ჩვენ დავეყრდნობით ტრადიციულ ფსიქოლოგიურ მეთოდებს : კითხვა-პასუხის რეჟიმსა და ადამიანის ფიზიოლოგიურ რეაქციებს (ტემპერატურა, წნევა, პულსი)
განსაზღვრული უჯრედები, რომლებიც აღმოაჩინეს თავის ტვინის ჰიპოკამპაში, მიმართულია გეომეტრიაზე და იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი ჩვენი სივრცე
ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ შედიხართ ოთახში ეს უჯრედები დაკავებულები არიან ნავიგაციით და ინახავენ ინფორმაციას კოგნიტური "რუკების" სახით. 
ექსპერიმენტისთვის გავიხსენოთ ადგილი, სადაც თავს არაკომფორტულად გრძნობდით და წასვლა გინდოდათ. გული უფრო სწრაფად გიცემდათ, სუნთქვა კი გიჩქარდებოდათ. ეს იმიტომ, რომ თქვენს სხეულში გამოიყოფა სტრესის ჰორმონები : ადრენალინი და კორტიზოლი. 
ფიზიოლოგიურ მდგომარეობას დიდი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომაც ხარჯავენ ადამიანები ძალიან ბევრ დროსა და რესურსს "ჯანმრთელი" სივრცის მოწყობაზე. 
ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ დიზაინზე. არ არსებობს უნივერსალური სივრცე, ამიტომ დიზაინერებს შეაქვთ სხვადასხვა კორექტირებები სივრცის შექმნისას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თავდაპირველი რეაქცია სივრცეზე იცვლება დროთა განმავლობაში, რადგან ადამიანი ეჩვევა და აღქმაც სხვანაირი ხდება. იცვლება ფიზიოლოგიური აღქმის დონე,  როდესაც ადამიანი ერთი სივრციდან მეორეშე გადადის. გაშლილი სივრცე ადამიანს აზარტის შეგრძნებისა და თავისუფლების შეგრძნებას აძლევს, დახურული პირიქით.
სახლის ზონა ძალიან მოქმედებს ადამიანზე და ეს წლების განმავლობაშიც შეიძლება გაგრძელდეს. 
ბიოლოგიური თვალსაზრისით ყველა ეძებს ადგილს, რომელიც გაზრდის ჩვენს რესურსებს და მინიმუმამდე დაიყვანს საფრთხეს.
ამიტომ ინტერიერის დიზაინერები ცდილობენ ამ ცოდნის გამოყენებას საჭირო სივრცეების შესაქმნელად. 

უძრავი ქონების განვითარების კომპანია: სახლის პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, კერძო სახლის პროექტები, ინჟინერია, არქიტექტურული პროექტის მომზადება, გეერგეს მომზადება.

იოტა ჯგუფი გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტთან დაკავშირებულ ყველა სერვისს: სახლის პროექტირებას, გრგ - ის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის მომზადებას, მშენებლობის მენეჯმენტსა და მონიტორინგს, ინტერიერის დიზაინსა და რემონტს, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების მომზადებას.

იოტა ჯგუფი პროექტებს ამზადებს მაღალტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით როგორიცაა BIM (Building Information Modeling) ტექნოლოგია.>