სამზარეულოს მოწყობა მცირე ფართობის ბინებში
სამზარეულოს მცირე ფართობის გემოვნებიანად და მოსახერხებლად მოწყობა ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ქალაქის ბინებში სივრცე საკმაოდ შეზღუდულია. იმისთვის რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, საჭიროა სივრცის მაქსიმალური ათვისება და ოპტიმიზაცია. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამზარეულო, რადგან დროის ძალიან დიდ ნაწილს სწორედ იქ ვატარებთ.
თანამედროვე სამყაროში სტილების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, თუმცა ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში უპირატესობას მინიმალისტურ სტილს ანიჭებენ, რადგან სწორედ ის იძლევა საშუალებას მცირე ფართობი გემოვნებიანად და მოხერხებულად მოვაწყოთ.
- COCI სტუდია სწორედ მინიმალისტური ტიპის ბინას წარმოგიდგენთ. სამზარეულო გამოყოფილია მისაღები ოთახისაგან შუაში ჩასმული შუშის გამყოფით. გამყოფი მიჯნავს სივრცეებს ერთმანეთისგან ისე რომ, მათ შორის ვიზუალური კავშირი შენარჩუნებულია. სივრცის ვიზუალური გაზრდისათვის FALA ატელიე და SABO იყენებენ სამზარეულოს კარადებს იატაკიდან ჭერამდე. სამზარეულოს დიზაინი გამოირჩევა ხასხასა ფერებით და იგრძნობა ინდივიდუალიზმი.
- ბინა მე-17 ერთმანეთში ითავსებს პოსტმოდერნისტულ ფორმებსა და სუსტ, მაგრამ ფერად გამებს. ბინაში შესვლისას ვამჩნევთ, რომ სათავსოს განსხვავებული ზომის თაღები ირეკლება შემოსასვლელის ღიობებში. სამზარეულო საფეხუროვანი ფაქტურისაა და მწვანე ფერთა გამაში არის გადაწყვეტილი. ფაქტურა დიაგონალზე ყოფს კედელს. დაჯგუფებული სახელურები მაგიდის თავის ზემოთ და ქვემოთ ქმნის ტრაპეციულ ფორმებს. სივრცეში შუქი უხეშ კედლებსა და მუხის ჭერს ეცემა. იგი ნაწილდება იმგვარად, რომ ანარეკლი ზედაპირის შთაბეჭდილებას ქმნის.
- პისო პუჯაჯი 11 - სამზარეულოში გაწყობილი თეთრი და ლურჯი ფერების კერამუკული ფილა, ბარსელონაში განლაგებული აპარტამენტების ცენტრალური ელემენტია. ფილებისგან სამკუთხედების წყობაა შექმნილი, რომლიც სხვადასხვა მიმართულებებით იშლება. განშლა ჯო პონტის კლასიკური მოდერნიზმის სტილს გვახსენებს. სამზარეულოში სახელურების მაგივრად კარადებს ჭრილები აქვს გაკეთებული. ეს ფორმები ჰარმონიაში მოდის ფილის სამკუთხა წყობასთან. სამი ყვითელი შნური დაკიდულ სანათებს ამაგრებს და ფერადი სურათის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
- ბინა პიტნის სართულზე - პიტნის იატაკი ფარავს მთელ ბინას და კონტრასტში მოდის უხეშ, ბეტონის ჭერთან. სამზარეულოს კარადებისათვის ორი ფერთა გამაა შერჩეული. მაგიდის ზედაპირი და ფაქტურები გადაწყვეტილია მარმარილოში. ნაცრისფერი ჭრილები ხაზს უსვამს შიდა ტერასაზე გასასვლელს. ფერები და გაჯერებული ზედაპირები სამზარეულოს გამოყოფს დანარჩენი ბინის ხისა და თეთრი კედლებისაგან.
- SABO-ს პროექტი პარიზში - SABO-ს პარიზული ბინის სამზარეულოს იატაკი ნამდვილი ცისარტყელაა. ეს ხასხასა კომპოზიცია შედგება ოცდახუთი მრავალფეროვანი რეზინის ხაზებისაგან. სამზარეულოს თეთრი ფერი ხაზს უსვამს იატაკის ფერადი გადაწყვეტის უპირატესობას. ნიჟარებიც გარკეულ კონტრასტს ქმნის თავისი ორიგინალურობით. გარეთ გაშენებულია ვერტიკალური მინი ბაღი. სწორედ მას შემოაქვს სიმწვანე და ბალახის არომატები. სამზარეულოს მაგიდის ზედაპირი დამზადებულია ფოლოდისაგან, რომელიც შეხამებულია ვინტელატორთან და ტექნიკასთან.
- საზაფხულო ბინა ჩეხეთში - ეს ბინა ნამდვილად შთამბეჭდავია. ბინის გარემონტისას შენარჩუნდა მისუ ისტორიული პირველსახე, კერძოდ, დახაზული კედლები და შავ-თეთრი ფილა ხელუხლებელი დარჩა. რემონტის შედეგად ბინას დაემატა ახალი ელემენტები - ლურჯი და ყვითელი კარადები, რაც სივრცეს სიხასხასეს მატებს. ბინა უცხოელი სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. იმისათვის, რომ ჭურჭელი ხელმისაწვდომი იყოს ბინადრებისათვის, კარადების ერთ ნაწილს ღიას ტოვებენ.
- RULES არქიტექტორებმა დააპროექტეს ლოფტი ბრატისლავაში. დაპროექტების მთავარი მამოძრავებელი ძალა სივრცის შეგრძნება იყო. სამზარეულო უბრალოა თავისი ფუნქციური შირმით, რომელიც ფარავს საყოფაცხოვრებო ტექნიკის კარადას და სპეციების სადგომს. ქურის უკან ფილაა, რომელიც სამგანზომილებიან კუბურ დიზაინშია გადაწყვეტილი და ფარავს ვენტილაციისათვის განკუთვნილ სივრცეს. აღსანიშნავია, რომ სასადილო მაგიდა კარადის ზედაპირის პარალელურად მიდის. ბინის ინდუსტრიული სტილი გამოიხატება ოთხ მეტალურ ბოძში, რომელიც ფარავს სამზარეუოლოს ჭერს და იჭერს ნახევარდონიან იატაკს, რომელიც აგრეთვე სხვენს განეკუთვნება.