პროგნოზები "პოსტ-პანდემიური" ოფისის დიზაინის შესახებ

არის თუ არა COVID 19 დასასრული ოფისებისთვის?


ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მუშობა შეგვიძლია Zoom-ის, FaceTime–ის, Skype-ის, Microsoft-ის და ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით. გასაკვირი არ არის, რომ სწრაფად შევეჩვიეთ ჩვენს პროფესიულ და სოციალურ ცხოვრებას, რომელიც ტექნოლოგიების გარშემო განვითარდა, მივეჩვიეთ სმარტფონებს და ციფრულ სფეროს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც დისნატციური მუშაობა დისკომფორტს წარმოადგენს, ვინაიდან ოფისში უწევთ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა და სოციალური ინტერაქცია.

ბიზნესის და პერსონალური განვითარება დაკავშირებულია საერთო სამუშაო გარემოსთან, სადაც ხდება კოლეგებთან კომუნიკაცია, კლიენტებთან ურთიერთობა და ა.შ.  

ჩვენ, ასევე წარმატებით გავუმკლავდით ახალ გამოწვევას და შევძელით ვირტუალური კომუნიკაცია, თუმცა მნიშვნელოვანია პროფესიული ურთიერთობების აღდგენა და შენარჩუნება.




მეტი ადგილი, ნაკლები მაგიდები

ჩვენ ბევრ მოსაზრებას ვისმენთ და ვკითხულობთ სამუშაო ადგილების ოპტიმიზირების შესახებ, რაშიც გულისხმობენ სამუშაო ადგილებს შორის მანძილის გაზრდას, მაგიდების ზომის ან დასაქმებულების რაოდენობის შემცირებას.

ფაქტია, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს ვიყოთ აღდგენის რეჟიმში, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ისე ფინანსურადაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო გამოვიყენოთ დაკვირვებისთვის და ანალიზისთვის, რათა შევძლოთ სტრატეგიულად, უსაფრთოდ და მინიმალური დანახარჯებით დავაპროექტოთ სივრცე სამუშაო ადგილებისთვის.



ჭადრაკისებრი განლაგება თუ სამუშაო დროის გადანაწილება?!

ჭადრაკისებურ განლაგებასთან ერთად, ეტაპობრივი დასწრების გეგმის შექმნა, არსებული სიტუაციიდან ერთ-ერთი ლოგიკური გამოსავალია, თუმცა გვაქვს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულების 30%-ს, პირადი ჯანმრთელობის ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით უჭირს დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს, აქედან გამომდინარე კომპანიებმა, ასევე უნდა იფიქრონ იმაზე ვის შეუძლია და სურს დაბრუნება, ვინ მოიაზრებს საკუთარ თავს იმავე გუნდში და ა.შ. 

ვინაიდან ამ სიტუაციიდან არ არსებობს საერთო გამოსავალი, კომპანიებს უწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება. 



საერთო სამუშაო სივრცეში ჰიგიენის და ქცევის ნორმების დაცვა

არსებობს ლოგიკური  მოლოდინი, რომ  ჰიგიენის და ქცევითი ნორმების დაცვის გარდა, საჭირო იქნება დამატებითი მატერიალური რესურსების გამოყენება:

1.აუცილებელი გახდება უკონტაქტო ტექნოლოგიის გამოყენება - კარების, ლიფტების, ყავის აპარატების მწარმოებლებისთვის და ა.შ.

2.საჭირო იქნება ქსოვილისა და ზედაპირის ახალი ტექნოლოგიების შექმნა, რომელიც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას. ასევე გაუმჯობესდება ხარისხი, რათა ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებების ხშირმა გამოყენებამ ზედაპირები  მარტივად არ დააზიანოს.

ამ მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ  COVID 19-ი დააჩქარებს ტექნოლოგიურ განვითარებას და მრავალფეროვანს გახდის ბაზარს.



მანძილის აღმნიშვნელი სიმბოლოების გამოყენება

დღესდღეობით ხშირად გვხვდება სხვადასხვა აღნიშვნები სასურსათო მაღაზიებში, ბანკებში, აფთიაქებში და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში. ფერადი ლენტები, შეღებილი სივრცეები და ცარცის ხაზები გვეხმარებიან სოციალური დისტანციის შენარჩუნებაში, მაგრამ ეს გახლავთ დროებითი ზომები, რომელთა განხილვა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელია. ამიტომ აუცილებელია, კორპორატიულ გარემოში შევქმნათ კრეატიული, ფუნქციონალური, ინფორმაციული ელემენტების დიზაინერული გადაწყვეტები.

ქცევითი ცვლილებების ეფექტურად წახალისებისთვის, კომპანიებს დაჭირდებათ იმის დემონსტრირება, რომ არა მხოლოდ კრიზისულ პერიოდში მიიღეს ახალი ჰიგიენის და უსაფრთხოების ზომები, არამედ ამ რეკომენდაციების დაცვა ინტეგრირდა კომპანიის კორპორატიულ კულტურასთან და გახდა რებრენდინგის ნაწილი.