1) ტენესის შტატის მაცხოვრებელმა თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინა. ხორეისუ ბერჯესუუმ ხეზე სახლი ააშენა. განსაკუთრებული კი ის არის, რომ საცხოვრებელის ფართობი 3000 მ2 , რაც მას ყველაზე დიდი საცხოვრებელი სივრცის სტატუსს ანიჭებს. 10 სართულიანი ნაგებობა 6 მუხაზე დგას და მას 250000 ლურსმანი ამაგრებს. მშენებლობა 14 წელიწადს გრძელდებოდა და 12000 დოლარი დაჯდა. სამშენებლო მასალად მხოლოდ და მხოლოდ ხე იყო გამოყენებული
2)სალინა ტუნდრა - რუმინეთის ღირსშესანიშნაობაა, 1991 წლიდან იგი საშახტო მუზეუმადაა გამოცხადებული. გალერეა სიგრძეში 526 მეტრია, რომელიც მარილის გვირაბებშია გათხრილი. 112 მეტრის სიღრმეზე განლაგებულია შახტა "ტერეზა", რომელიც თავისი ფორმით ზარს არის მიმსგავსებული. ცენტრში კი მიწისქვეშა ტბა მდებარეობს, რომელიც 48 მეტრის სიღრმისაა, შახტაში განლაგებულია ამფითეატრიც.
3)"მოხრილი სახლი" 2004 წელს აშენდა პოლონეთის ქალაქ სოპორტში. მისი ინსპირაციაა იან მარცინ შანცერის მიერ შესრულებული ილუსტრაცია გახდა
4) "ექიმ სიუზის სახლი" განლაგებულია ალიასკას ტყეებში. სახლი ჩვეულებრივი ვილა იყო, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ ერთი სართული მიაშენეს, რათა გადაშლილი ხედით ტკბობა შესაძლებელი ყოფილიყო. 12 წელიწადში ვილა 12 სართულია შენობად გადაიქცა.
5) ბერლინის შემოგარენის მცხოვრებმა გადაწყვიტა, რომ ველოსიპედი არა მხოლოდ გადაადგილების, არამედ დეკორაციის არაჩვეულებრივი საშუალებაცაა. მაღაზიის მფლობელმა კრისტიან პეტერსონმა ფასადზე 120 ველოსიპედი განათავსა, რაც ერთგვარი სარეკლამო ტრიუკიც იყო, ცოტახანში ეს მაღაზია ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად გადაიქცა.
6) 1981 წელს ბულგარეთში, ბალკანის მთებზე განლაგებული შენობა "ბუზლუჯა" ბულგარეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპატივცემულოდ აიგო. 1974 წელს დაწყებულ მშენებლობაზე 25 მილიონი ბულგალური ლევი დაჯდა. 7 წლის განმავლობაში მარმარილოს შენობა აღიმართა, რომელიც მოზაიკებითაა მორთული. აგრეთვე, ვერცხლი, ოქრო, ალუმინი და სხვა მეტალები იქნა გამოყენებული. ამჟამად ნაგებობა გაქურდულია.
7) 7)პორტუგალიის ჩრდილოეთ მხარეს განლაგებულია ნაგებობა, რომელიც თავისი არქიტექტურით ქვის ხანას მოგვაგონებს. 4 დიდი ლოდი ქმნის კედლებსა და სახურავს, ამიტომ მას "დიდ ქვას უწოდებენ". ავეჯი დამზადებული იყო ხისგან, საწოლი კი ევკალიპტისგან, რომელიც 350 კილოს იწონის. გარეგნობის დამსახურებით სახლი სრულია ერწყმის ლანდშაფტს. მისი მშენებლობა დაიწყო 1972 წელს და 2 წე;ო გრძელდებოდა. სახლი ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის.