ნეიროარქიტექტურა. ნაწილი 3.

იმისათვის რომ, თავი ვიგრძნოთ დაცულად და კომფორტულად, საჭიროა სწორად დავგეგმოთ ჩვენი სივრცე

დახურული და ღია სივრცეები - სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანებს სხვადასხვა ტიპის სივრცეები სჭირდებათ. ღია სივრცეში სურთ ყოფნა მაშინ, როდესაც მეგობრების გარემოცვაში არიან და განმარტოებისთვის კი დახურულ სივრცეებს ანიჭებენ უპირატესობას. 


კვლევით დადგინდა, რომ ფასადებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენზე. დატვირთული ფასადები აიძულებს ტვინის აქტივობას, ხოლო სადა კი აქვეითებს მას.
მაგალითისთვის, პროფესორ ელარდის სტუდენტის განწყობა მკვეთრად შეიცვალა, როდეს გრძელ, მუქი ფასადის მქონე მარაზიასთან მოუწიათ ჩავლა.

ნეოარქიტექტურის საკითხით დაინტერესდა არქიტექტურის პროფესორი - როჯერ ურლიჰი



მისი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც კარგი ხედი აქვთ ფანჯრიდან თავს ფსიქოლოგიურად გაცილებით ეკეთესად გრძნობენ.

ფსიქოლოგიის კანადელი პროფესორი ოშინ ვარტანიანიგანაცხადებს, რომ ადამიანები მრუდებზე პოზიტიურად რეაგირებენ, მრუდი ფორმებთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

იმისათვის რომ სწორად შევარჩიოთ სივრცე და მოვაწყოთ იგი, უნდა გავიაზროთ, როგორია ჩვენი სურვილები და საჭიროებები, რადგან უნდა გვახსოვდეს, ჩვენი პიროვნბება დიზაინის ამა თუ იმ ელემენტს თავისი საჭიროებებიდან გამოდინარე ითხოვს.



მაგალითად, ინტროვერტისათვის არაკომფორტული იქნება ღია დაგეგმარების მისაღებ ოთახში ცხოვრება, იმ დროს, როდესაც ექტროვერტისთვის ეს დიდ სიამოვნებად შეიძლება იქცეს.

სანამ დაგეგმავთ ჩვენს საცხოვრებელ სივრცეს, საჭიროა ყველა დეტალში გავერკვეთ, რადგან შემდგომ ეს სივრცე დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ცნობიერებაზე.



>