სამზარეულოს მოწყობა მცირე ფართობის ბინებში

სამზარეულოს მცირე ფართობის გემოვნებიანად და მოსახერხებლად მოწყობა ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ქალაქის სახლებში სივრცე შეზღუდულია, ბინები პატარაა და საჭიროა სივრცის მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მორგება. სამზარეულო კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილია. ამერიკისა და ევროპის ბევრ ქალაქში უპირატესობას მინიმალისტურ სტილს ანიჭებენ. მცირე ფართობის გემოვნებიანად და მოსახერხებლად მოწყობა ნამდვილად მნიშვნელოვანია.

COCI სტუდია წარმოგიდგენთ ბინას, რომელშიც სამზარეულო გამოყოფილია მისაღები ოთახისაგან, შუაში ჩასმულია შუშის გამყოფი, რომელიც სივრცეებს ერთმანეთისგან მიჯნავს. აღსანიშნავია, რომ ამით არ იკარგება ვიზუალური კავშირი. სივრცის მაქსიმალურად გაზრდისათვის FALA ატელიე და SABO იყენებენ სამზარეულოს კარადებს იატაკიდან ჭერამდე. სამზარეულოს დიზაინი გამოირჩევა ხასხასა ფერებით და იგრძნობა ინდივიდუალიზმი.

ბინა მე-17 აღმაფრთოვანებელი ფრანგული ბინაა, რომელიც ერთმანეთში ითავსებს პოსტმოდერნისტულ ფორმებსა და სუსტ, მაგრამ ფერად გამებს. განსხვავებული ზომის თაღები ირეკლება სათავსოდან შემოსასვლელის ღიობებში. სამზარეულო საფეხუროვანი ფაქტურისაა და მწვანე ფერთა გამაში არის გადაწყვეტილი, იგი დიაგონალზე ყოფს კედელს. დაჯგუფებული სახელურები მაგიდის თავის ზემოთ და ქვემოთ ქმნის ტრაპეციულ ფორმებს. სამზარეულოს გარეთ, სივრცეში გადანაწილებული შუქი უხეში კედლებისა და მუხის ჭერისაგან ზედაპირის შთაბეჭდილებას ქმნის.

პისო პუჯაჯი 11 თეთრი და ლურჯი ფერების კერამუკული ფილა ბარსელონაში განლაგებული აპარტამენტების ცენტრალური ელემენტია. ფილა ქმნის სამკუთხედების წყობას, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებით იშლება და გვახსენებს ჯო პონტის კლასიკური მოდერნიზმის სტილს. ხის კარადის მრგვალი ჭრილები ჰარმონიაში მოდის ფილის სამკუთხა მოტივებთან. სახელურების მაგივრად თითოეულ კარადას აქვს დამატებითი ჭრილები, რათა გახსნა კომფორტული იყოს. სამი ყვითელი შნური დაკიდულ სანათებს ამაგრებს და ფერადი სურათის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

 ბინა პიტნის სართულზე პიტნის იატაკი ფარავს მთელ ბინას და რბილ კონტრასტში მოდის უხეშ, ბეტონის ჭერთან. სამზარეულოს კარადებისათვის ორი ფერთა გამაა შერჩეული. მაგიდის ზედაპირი და ფაქტურები შესრულებულია მარმარილოში და შესამჩნევია ნაცრისფერი ჭრილები. ჭრილები ხაზს უსვამს შიდა ტერასაზე გასასვლელს. ფერები და გაჯერებული ზედაპირები სამზარეულოს გამოყოფს ხისა და თეთრი კედლებისაგან, რომლების დანარჩენი ბინის შემადგენელი ელემენტებია.

SABO-ს პროექტი პარიზში - SABO-ს პარიზული ბინის სამზარეულოს იატაკი ნამდვილად ცისარტყელაა. ეს ხასხასა კომპოზიცია შედგება ოცდახუთი მრავალფეროვანი რეზინის ხაზებისაგან.სამზარეულოს თეთრი ფერი ხაზს უსვამს იატაკის ფერადი გადაწყვეტის უპირატესობას. ნიჟარები კონტრასტს ქმნის თავისი ორიგინალურობით. გაშენებულ ვერტიკალურ მინი ბაღს შიგნით შემოაქვს სიმწვანე და ბალახის არომატები. აღსანიშნავია, რომ მაგიდის ზედაპირი დამზადებულია ფოლოდისაგან, რომელიც შეხამებულია ვინტელატორთან და ტექნიკასთან.

საზაფხულო ბინა ჩეხეთში ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა სტუმრებისათვის. ბინის რემონტისას, რომლის გაქირავებაც შემდგომ ტურისტებზე არის ორიენტირებული, შენარჩუნდა თავისი ისტორიული პირველსახე. დახაზული კედლები და შავ-თეთრი ფილა ხელუხლებელი დარჩა. ახალი ლურჯი და ყვითელი კარადები სივრცეს სიხასხასეს მატებს. იმისათვის, რომ ჭურჭელი ხელმისაწვდომი იყოს ბინადრებისათვის, კარადების ერთ ნაწილს ღიას ტოვებენ. ასეთი ტიპის ავეჯი გამოიყენება მისაღებში ტელევიზორის ტუმბოსა და აბანაში ხელის დასაბანებისათვის.

RULES არქიტექტორებმა დააპროექტეს ლოფტი ბრატისლავაში. დაპროექტების მთავარი მამოძრავებელი ძალა განმუხტვა და სივრცის შეგრძნება იყო. სამზარეულო უბრალოა თავისი ფუნქციური შირმით, რომელიც ფარავს საყოფაცხოვრებო ტექნიკის კარადას და სპეციების სადგომს. ქურის უკან ფილაა, რომელიც სამგანზომილებიან კუბურ დიზაინშია გადაწყვეტილი და ფარავს ვენტილაციისათვის განკუთვნილ სივრცეს. სასადილო მაგიდა კარადის ზედაპირის პარალელურად მიდის. ბინის ინდუსტრიული სტილი გამოიხატება ოთხ მეტალურ ბოძში, რომელიც ფარავს სამზარეუოლოს ჭერს და იჭერს ნახევარდონიან იატაკს, რომელიც სხვა მხრიდან განეკუთვნება სხვენს

>