ასაწყობი შენობები - ახალი არქიტექტურული ხედვა

ასაწყობის შენობების თანამედროვე დიზაინი და კონსტრუქციები

ასაწყობი სახლები ათასწლეულებია, რაც ჩვენი ყოფის ნაწილს შეადგენს. ისინი საზოგადოების ინდუსტრიალიზაციის შედეგია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ განვითარებადი ინდუსტრიული პროცესების შეხამება საცხოვრებელ სახლებთან რენტაბელური და ლოგიკურია. თავდაპირველად ომის შემდგომი სახლები შენდებოდა არა სილამაზის, არამედ აუცილებლობისდა გამო - ადამიანებს სჭირდებოდათ იაფი და სწრაფი სახლები.

თანამედროვე ასაწყობი კონსტრუქციები მიმართულია მაღალი ესთეთიკისაკენ, თუმცა მათი კონსტრუქციული მახასიათებლები ორიგინალური კონსტრუქციების მსგავსია. სწორი პროექტირების დროს ასაწყობი სახლები უფრო იაფი, ეკოლოგიური და სწრაფადმშენებარე გამოდის.

უკანასკნელ ათწლეულებში ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამ გაზარდა მოლოდინი ასაწყობი სახლების არქიტექტურისადმი. 3D-სისტემებმა , BIM და CAD მშენებლობის პროცესი უფრო მაღალეფექტური გახადა.

„ჰინტერჰაუსი“-ის ინსპირაცია ნორვეგიული ტყის ქოხები და იაპონური დიზაინი გახდა. შენობის დანიშნულება შინაგანი მდგომარეობის გამოუჯობესება და ამავე დროს ბუნებასთან კავშირის აღდგენაა. მინიმალისტურ, კედარის სტილში შესრულებული და ეკოლოგიურად სუფთა ხისგან აგებული სახლი სამკაოდ ადვილად და ეფექტურად იყო ტრანსპორტირებული და აგებული. სახლის ფართობი 930 კვ.მ-ია, ის მოიცავს ორ საძინებელს, ერთ სააბაზანოს და ღია საცხოვრებელ სივრეს, გეგმარება ელეგანტური და თანამედროვეა, მაგრამ ამავე დროს არ კარგავს იმ შარმს, რომელსაც ნაგებობას ხის მასალა ანიჭებს.

CHARRIERE- 35 სოციალური საცხოვრებელი და მაღაზია - სოციალური საცხოვრებელი კომპლექსი MAO, რომელიც ბოტელის ძველი სახელოსნოს ადგილასაა განთავსებული, იყენებს კონსტრუქციებს, რათა წარსულის უნიკალური შეგრძნება აწმყოში გადმოიტანოს. შენობა, რომელიც ახლებურად იაზრებს პარიზის ინდუსტრიულ არქიტექტურას წარმოადგენს რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტის ერთობლიობას: საყრდენებსა და რკინაბეტონის ფილებს, რომლებიც თავის მხრივ ერთიანდება ხის ფერმებთან, რათა შენობის სტრუქტურა შეიქმნას. თითოეული კომპონენტის მიღმა იდეა დევს და ინტერიერის ელემენტები რამდენიმე ათწლეულით ადრეა შესრულებული.

Home-Office Pods AAND Sayana - შემუშავებულია გლობალური პანდემიისა და პანდემიის მომუშვე ადამიანებზე მოხდენილი ზეგავლენის საპასუხოდ. AAND Sayana წარმოადგენს ასაწყობ, მოდულირებად სამუშაო ოფისს, რომელიც მთლიანად 3 კვირაში შეიძლება აიწყოს. ქარხანაზე აშენებული CLT ხისაგან სეისმოგრაფიულად მყარია და ამავე დროს შენობა მზის ენერგიის ბატარეებზე ფუნქციონირებს. მაღალხარისხიანი ადგილობრივი მასალების გამოყენებით შენობა შესაძლებელია ახალბედა ხელოსანმაც კი ააგოს.

Courtyard House-აბსოლუტურად ავტონომიური ასაწყობი სახლია. საოცრად დიდი სახლი მალავს თავის დროებით ხასიათს. იგი აერთიანებს მოდულებს, რომლების შემობრუნება და სარკისებურად არეკვლა შეიძლება ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. იგი შორდება ასაწყობი სახლების ტრადიციულ ხაზს და ავსტრალიურ სოფლის სახლს იმიტირებს, თუმცა ნაკლებად აგრესიულად, რადგან იყენებს გამოიმუშავებს საკუთარ მზის ენერგიას და აგროვებს წვიმის წყალს და იყენებს რიგ პასიურ სისტემებს ბუნებრივი გაგრილებისა და გათბობისათვის.

VDC- მთის კალთებზე პორტუგალიაში არქიტექტურულმა კომპანია SUMMARY-მ გამოიყენა მისაღები ფასების ასაწყობი სახლები და 10743 კვ.მ დასახლება შექმნა სულ რაღაც 8 თვეში. მრავალფუნქციური კომპლექსი თავის თავში ითავსებს ცალკეულ ბეტონის მოდულებს, რომლებიც თავისებურ გეომეტრიულ შენობებს მქნის. ინტერიერები მიუხედავად იმისა, რომ ბეტონისაა, მაინც შეუცავს ხასხასა ფერებს და ამით საკმაოდ შთამბეჭდავ კონტრასტს ქმნის.

 KOTO & ABODU ა.შ.შ კომპანია KOTO DESIGN ცნობილია თავისი ასაწყობი სახლების წარმოებით გაერთიანდა ამერიკულ კომპანია Abodu-სთან თავისი პირველი სამოდულო სახლის დასაპროექტირებლად. ოთახები სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი და თავის თავში ტექნოლოგიასა და პროფესიონალიზმს ითავსებს. იქმნება შთამბეჭდავი კომპაქტური აპარტამენტები, რომლების მიშენებაც და სხვადასახვა ზომებზე მორგებაცაა შესაძლებელი.

„სახლი ნაკვალევის გარეშე“ კოსტა რიკაში ღია და განიავებადი ასაწყობი სახლია, რომელიც განეკუთვნება მომავალ სახლთა სერიას, რომელიც ნახშირორჟანგის გამოყოფა ნულის ტოლი იქნება. ტროპიკული ტყის კიდეზე მდებარე შენობის ხის ფასადები იხსნება და იხურება, რათა ხედისა და ექსპოზიციის რეგულირება შესაძლებელი იყოს. გამოყენებული მასალების ზეგავლენა ეკოსისტემაზე მთლიანად გათვალისწინებულია, შენობაში გამოყენებულ იქნება ფოლადის კარკასული კონსტრუქცია, რომლეიც ცენტრალური ბირთვის გარშემოა ორგანიზებული. მთლიანად ადაპტირებული და ფასით ხელმისაწვდომი შენობა შესაძლებელია გადატანილ იქნას კუზავოთი დაშლილ და აწყობილ მდგომრეობაში გარემოებებიდან გამომდინარე.

წყარო : https://architizer.com/ მთის კალთებზე პორტუგალიაში არქიტექტურულმა კომპანია SUMMARY-მ გამოიყენა მისაღები ფასების ასაწყობი სახლები და 10743 კვ.მ დასახლება შექმნა სულ რაღაც 8 თვეში. მრავალფუნქციური კომპლექსი თავის თავში ითავსებს ცალკეულ ბეტონის მოდულებს, რომლებიც თავისებურ გეომეტრიულ შენობებს მქნის. ინტერიერები მიუხედავად იმისა, რომ ბეტონისაა, მაინც შეუცავს ხასხასა ფერებს და ამით საკმაოდ შთამბეჭდავ კონტრასტს ქმნის.

 KOTO & Abodu ა.შ.შ კომპანია KOTO DESIGN ცნობილია თავისი ასაწყობი სახლების წარმოებით გაერთიანდა ამერიკულ კომპანია Abodu-სთან თავისი პირველი სამოდულო სახლის დასაპროექტირებლად. ოთახები სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი და თავის თავში ტექნოლოგიასა და პროფესიონალიზმს ითავსებს. იქმნება შთამბეჭდავი კომპაქტური აპარტამენტები, რომლების მიშენებაც და სხვადასახვა ზომებზე მორგებაცაა შესაძლებელი.

„სახლი ნაკვალევის გარეშე“ კოსტა რიკაში ღია და განიავებადი ასაწყობი სახლია, რომელიც განეკუთვნება მომავალ სახლთა სერიას, რომელიც ნახშირორჟანგის გამოყოფა ნულის ტოლი იქნება. ტროპიკული ტყის კიდეზე მდებარე შენობის ხის ფასადები იხსნება და იხურება, რათა ხედისა და ექსპოზიციის რეგულირება შესაძლებელი იყოს. გამოყენებული მასალების ზეგავლენა ეკოსისტემაზე მთლიანად გათვალისწინებულია, შენობაში გამოყენებულ იქნება ფოლადის კარკასული კონსტრუქცია, რომლეიც ცენტრალური ბირთვის გარშემოა ორგანიზებული. მთლიანად ადაპტირებული და ფასით ხელმისაწვდომი შენობა შესაძლებელია გადატანილ იქნას კუზავოთი დაშლილ და აწყობილ მდგომრეობაში გარემოებებიდან გამომდინარე.

წყარო : https://architizer.com/

>